ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფის ახალი კვლევა

 

ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფმა გამოაქვეყნა ახალი კვლევა „სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ეთნიკური უმცირესობების (აზერბაიჯანელები) ჩართულობის ეფექტურობის შეფასება“. კვლევა მომზადდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა თუ როგორ და რამდენად ეფექტურად იყენებენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ შეთავაზებულ სერვისებს და რამდენად კმაყოფილია ადგილობრივი მოსახლეობა მომსახურების ხარისხით. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები კომუნიკაციის არხებისა და ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელთა საჭიროებების გაუმჯობესების კუთხით.