ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფი
"ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფი" ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც, მაღალი ხარისხის კვლევების მეშვეობით, საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირებას ისახავს მიზნად.
ორგანიზაცია 2005 წლიდან არსებობს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საჯარო პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის, ეროვნული უსაფრთხოების, გლობალური და რეგიონული პოლიტიკური პროცესების, ეთნიკური უმცირესობებისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხების კვლევა.
"ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფის" დამფუძნებლებსა და წევრებს საქართველოს საჯარო სექტორში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, აკადემიურ სფეროსა და მედიაში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვთ. |