დასრულებული პროექტები

 

1. პროექტის დასახელება: საერთაშორისო პოლიტიკის კვლევები

 

პროექტის მიზნები: საქართველოში პოლიტიკური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდა მკვლევარების მიერ მომზადებული ნაშრომების გამოქვეყნებით და ქართველი მკვლევარების მიერ საერთაშორისო და რეგიონული მასშტაბით მნიშვნელოვან თემებზე ჩატარებული კვლევების გაცნობის საფუძველზე, საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე ქართველი სახელმწიფო მოხელეებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების ცოდნისა და უნარების გაძლიერებით.

 

მიღწეული შედეგები: 3 წიგნის გამოცემა: თორნიკე თურმანიძე, „ბუფერული სახელმწიფოები“; ერეკლე ურუშაძე, „რუსული საგარეო პოლიტიკური აზროვნება პოსტსაბჭოთა პერიოდში“; რევაზ ბახტაძე, „გადაწყვეტილების მიღება სუსტ სახელმწიფოში“.

 

დონორი: ევრაზიის ფონდი

 

პროექტის ხანგრძლივობა: 20.07.2006 - 15.06.2007

 

 

2. პროექტის დასახელება: საქართველოში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის პოლიტიკის ანალიზი

 

პროექტის მიზნები: საქართველოში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება, რეკომენდაციების წინა პლანზე წამოწევა და სამთავრობო სტრატეგიაში მათი სახელმწიფო პრიორიტეტად ფორმულირება, ასევე კონფლიქტებისათვის ნიადაგის მოსამზადებლად საშიში ფაქტორების შემცირების ხელშეწყობა.

 

მიღწეული შედეგები: ნაშრომის გამოქვეყნება: „ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ანალიზი“.

 

დონორი ორგანიზაცია: DFID

 

პროექტის ხანგრძლივობა: 28.02.2008 - 28.07.2008

 

 

3. პროექტის დასახელება: აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების ჩარჩოს ანალიზი

 

პროექტის მიზნები: აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების ჩარჩოს შექმნისა და განვითარების ანალიზი.

 

მიღწეული შედეგები: ნაშრომის გამოქვეყნება: „აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების ჩარჩოს ანალიზი“.

 

დონორი ორგანიზაცია: DFID

 

პროექტის ხანგრძლივობა: 04.08.2008 - 04.12.2008

 

 

4. პროექტის დასახელება: საერთაშორისო პოლიტიკის კვლევები

 

პროექტის მიზნები: საქართველოში პოლიტიკური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდა მკვლევარების მიერ მომზადებული ნაშრომების გამოქვეყნებით და ქართველი მკვლევარების მიერ საერთაშორისო და რეგიონული მასშტაბით მნიშვნელოვან თემებზე ჩატარებული კვლევების გაცნობის საფუძველზე, საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე ქართველი სახელმწიფო მოხელეებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების ცოდნისა და უნარების გაძლიერებით.

 

მიღწეული შედეგები: 1. 4 წიგნის გამოცემა: იოსებ ტოროშელიძე - „პუტინის საგარეო პოლიტიკა“, ზურაბ ტატიშვილი - „ლათინური ამერიკა: პოპულისტური რეჟიმებიდან ლიბერალური დემოკრატიებისაკენ“, გიორგი გვალია - „ძალთა წონასწორობა თუ საფრთხის წონასწორობა?“, მალხაზ სალდაძე - „პოსტსაბჭოთა საზოგადოება და ხელისუფლება რუსეთში“. 2. საერთაშორისო პოლიტიკის ბიბლიოთეკა - 60 წიგნი. 

 

დონორი: ევრაზიის ფონდი

 

პროექტის ხანგრძლივობა: 01.03.2008 - 30.11.2008

 

 

5. პროექტის დასახელება: საზღვრის ორივე მხარეს: ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელის შექმნა. პროექტი ერთობლივად განახორციელეს „ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფმა“ და „სომხეთის ტრანსატლანტიკური ინიციატივების ცენტრმა“.

 

პროექტის მიზნები: სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქართველ და სომეხ ექსპერტებს შორის კონტაქტების დამყარება, მათ მიერ მეზობელი ქვეყნის შესახებ კვლევების ჩატარება და ანალიტიკური ნაშრომების მომზადება, ასევე ამ გზით ქართულ და სომხურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა.

 

მიღწეული შედეგები: პროექტის ფარგლებში ოთხმა სომეხმა და ოთხმა ქართველმა ექსპერტმა, საგარეო პოლიტიკის, მედიის, ეკონომიკის, საჯარო პოლიტიკისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებზე თბილისსა და ერევანში კვლევითი სამუშაოები ჩაატარეს, ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს და, შედეგად, სხვადასხვა საკითხისადმი მიძღვნილი რვა ნაშრომი მოამზადეს, რომლებიც რუსულ და ინგლისურ ენებზე ერთიან კრებულად გამოიცა სახელწოდებით „ხედვა საზღვრის ორივე მხარეს: პოლიტიკა და საზოგადოება საქართველოსა და სომხეთში“.

 

დონორი: აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პროექტი "შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის"

 

პროექტის ხანგრძლივობა: 27.01.2014 - 15.10.2014

 

ვრცლად