ქართველი და სომეხი ექსპერტების კვლევების სერია
პროექტის „საზღვრის ორივე მხარეს: ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელის შექმნა“ ფარგლებში ოთხმა სომეხმა და ოთხმა ქართველმა ექსპერტმა, საგარეო პოლიტიკის, მედიის, ეკონომიკის, საჯარო პოლიტიკისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებზე, თბილისსა და ერევანში კვლევითი სამუშაოები ჩაატარეს, გამართეს შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და, შედეგად, სხვადასხვა საკითხისადმი მიძღვნილი რვა ნაშრომი მოამზადეს, რომლებიც რუსულ და ინგლისურ ენებზე ერთ კრებულად გამოიცა.
პროექტი 2014 წელს შვიდი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და ის დაფინანსებული იყო აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის "შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის" მიერ და მას ერთობლივად ახორციელებდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფი“ (თბილისი, საქართველო) და „სომხეთის ტრანსატლანტიკური ინიციატივების ცენტრი“ (ერევანი, სომხეთი).
პროექტის ფარგლებში შემდეგი ნაშრომები გამოიცა:
საზღვრის ორივე მხარეს_ სრული ვერსია
დავით ბატაშვილი. „სომხეთის გზა ევრაზიის კავშირისკენ: მიზეზები და პერსპექტივები“
ვაჰრამ ტერ-მატევოსიანი. „თურქეთის პოლიტიკა საქართველოში: ინტეგრაციული პროექტების სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები“
თამარ ხორბალაძე. „მედია ეთიკის საკითხები სომხეთში: პრაქტიკა და გამოწვევები“
ანა ბარსეგიანი. „ონლაინ მედია საქართველოში: გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“
თამაზ ახობაძე. „სომხეთის ელექტრონული მმართველობა: წარმატებები და გამოწვევები“
ნარინე დანეგიანი. „სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები“
ირინა გურული. „საპენსიო რეფორმა სომხეთში: შესაძლებლობები და გამოწვევები“
სუსანა კარაპეტიანი. „საქართველო: რატომ და როგორ უნდა მოხდეს საპენსიო სისტემის რეფორმირება?“