პროექტის შესახებ
პროექტი „საზღვრის ორივე მხარეს: ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელის შექმნა“ დაფინანსებულია აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის "შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის" მიერდა მას ერთობლივად ახორციელებენ „ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფი“ (თბილისი, საქართველო) და „სომხეთის ტრანსატლანტიკური ინიციატივების ცენტრი“ (ერევანი, სომხეთი).
პროექტის მიზანია სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქართველ და სომეხ ექსპერტებს შორის კონტაქტების დამყარება, მათ მიერ მეზობელი ქვეყნის შესახებ კვლევების ჩატარება და ანალიტიკური ნაშრომების მომზადება, ასევე ამ გზით ქართულ და სომხურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა.
პროექტის ფარგლებში ოთხმა სომეხმა და ოთხმა ქართველმა ექსპერტმა, საგარეო პოლიტიკის, მედიის, ეკონომიკის, საჯარო პოლიტიკისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებზე, თბილისსა და ერევანში კვლევითი სამუშაოები ჩაატარეს, გამართეს შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და, შედეგად, სხვადასხვა საკითხისადმი მიძღვნილი რვა ნაშრომი მოამზადეს, რომლებიც რუსულ და ინგლისურ ენებზე ერთ კრებულად გამოიცა.
პუბლიკაციის სახელწოდებაა ხედვა საზღვრის ორივე მხარეს: პოლიტიკა და საზოგადოება საქართველოსა და სომხეთში.