ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფის ახალი კვლევა

 

ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფმა გამოაქვეყნა ახალი კვლევა „სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ეთნიკური უმცირესობების (აზერბაიჯანელები) ჩართულობის ეფექტურობის შეფასება“. კვლევა მომზადდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა თუ როგორ და რამდენად ეფექტურად იყენებენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ შეთავაზებულ სერვისებს და რამდენად კმაყოფილია ადგილობრივი მოსახლეობა მომსახურების ხარისხით. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები კომუნიკაციის არხებისა და ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელთა საჭიროებების გაუმჯობესების კუთხით.

ვრცლად

GFSIS-ის ახალი სტატია: „ვინ ქმნის და ვინ ახორციელებს კრემლის პოლიტიკას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონ

 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS) გამოაქვეყნა ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფის დამფუძნებელის მამუკა კომახიას სტატია: „ვინ ქმნის და ვინ ახორციელებს კრემლის პოლიტიკას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“.

 

ექსპერტის აზრი No. 108. GFSIS. 2018.

ვრცლად

GFSIS-ის ახალი სტატია: „ახალი დიდი თამაში” ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპო

 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS) გამოაქვეყნა ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფის დამფუძნებელის მამუკა კომახიას სტატია: „ახალი დიდი თამაში” ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის“.

 

ექსპერტის აზრი No. 97. GFSIS. 2018.

ვრცლად

GFSIS-ის ახალი სტატია: „ოკუპაციის ხაზი - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდე

 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS) გამოაქვეყნა ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფის დამფუძნებელის თორნიკე თურმანიძის სტატია: „ოკუპაციის ხაზი - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ“.

 


ექსპერტის აზრი No. 89. GFSIS. 2017.

ვრცლად

GFSIS-ის ახალი სტატია: „არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ

 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS) გამოაქვეყნა ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფის დამფუძნებელის მამუკა კომახიას სტატია: „არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში: რუსეთის როლი არჩევნებში“.

 


ექსპერტის აზრი No. 88. GFSIS. 2017.

ვრცლად

GFSIS-ის ახალი სტატია: „სამხრეთ კავკასიის ენერგო დერეფანი: პერსპექტივები და გამოწვევები

 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS) გამოაქვეყნა ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფის დამფუძნებელის მამუკა კომახიას სტატია: „სამხრეთ კავკასიის ენერგო დერეფანი: პერსპექტივები და გამოწვევები“.

 

ექსპერტის აზრი No. 79. GFSIS. 2017.

ვრცლად

საგარეო პოლიტიკის კვლევების სერიის ახალი სტატია

 

„ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფმა“ საგარეო პოლიტიკის პროგრამის საგარეო პოლიტიკის კვლევების სერიის ფარგლებში გამოაქვეყნა მამუკა კომახიას სტატია: „პუტინის დოქტრინა” პოსტსაბჭოთა სივრცეში:რუსულენოვანი მოსახლეობა და სამხედრო ძალის გამოყენება"

ვრცლად

საგარეო პოლიტიკის კვლევების სერიის ახალი სტატია

 

„ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფმა“ საგარეო პოლიტიკის პროგრამის საგარეო პოლიტიკის კვლევების სერიის ფარგლებში გამოაქვეყნა დავით ბატაშვილის სტატია: „გეოპოლიტიკური ბრძოლა ახლო აღმოსავლეთში“.

ვრცლად

საგარეო პოლიტიკის კვლევების სერიის ახალი სტატია

 

„ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფმა“ საგარეო პოლიტიკის პროგრამის საგარეო პოლიტიკის კვლევების სერიის ფარგლებში გამოაქვეყნა დავით ნატროშვილის სტატია: „დნესტრისპირეთი - კონფლიქტის ისტორია, თანამედროვეობა, მომავალი“.

ვრცლად

მილსადენების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში

 

„ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფმა“ საგარეო პოლიტიკის პროგრამის საგარეო პოლიტიკის კვლევების სერიის ფარგლებში გამოაქვეყნა მამუკა კომახიას სტატია: „მილსადენების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

ვრცლად

საგარეო პოლიტიკის კვლევების სერიის ახალი სტატია

 

"ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფმა" საგარეო პოლიტიკის პროგრამის საგარეო პოლიტიკის კვლევების სერიის ფარგლებში გამოაქვეყნა დავით ბატაშვილის სტატია: „რუსეთის აგრესია უკრაინაში 2014-2015 წლებში“. 

ვრცლად

საგარეო პოლიტიკის კვლევების სერიის ახალი სტატია

 

"ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფმა" საგარეო პოლიტიკის პროგრამის საგარეო პოლიტიკის კვლევების სერიის ფარგლებში გამოაქვეყნა მამუკა კომახიას სტატია: "უკრაინა: რელიგია და პოლიტიკა „ევრომაიდნის“ შემდეგ".

ვრცლად

GFSIS-ის ახალი სტატია: “საქართველო: ბუფერი თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი?”

 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS) გამოაქვეყნა ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფის დამფუძნებლისა და გამგეობის თავმჯდომარის თორნიკე თურმანიძის სტატია: “საქართველო: ბუფერი თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი?”

ექსპერტის აზრი No. 35. GFSIS. 2015. 16 გვ.

ვრცლად

GFSIS-ის ახალი სტატია პოლიციის რეფორმის შესახებ

 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS) გამოაქვეყნა ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფის დამფუძნებლისა და საგარეო პოლიტიკის პროგრამის დირექტორის რევაზ ბახტაძის სტატია საქართველოში პოლიციის რეფორმის შესახებ: Policing Georgia: Perennial Need for Safety and Accountability.

 

სტატიაში განხილულია დამოუკიდებლობიდან დღემდე საქართველოში პოლიციის სისტემის ჩამოყალიბების ძირითადი საკითხები და მოცემულია რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მომავალში პოლიცია.

ვრცლად

პროექტის „საზღვრის ორივე მხარეს: ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელის შექმნა“ კონფერენცია

 

მედია რელიზი

 

4 ოქტომბერს, 14 საათზე, თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის „საზღვრის ორივე მხარეს: ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელის შექმნა“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართება. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის "შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის" მიერ და მას ერთობლივად ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფი“ (თბილისი, საქართველო) და „სომხეთის ტრანსატლანტიკური ინიციატივების ცენტრი“ (ერევანი, სომხეთი).

 

პროექტი 2014 წელს შვიდი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და მისი მიზანი იყო სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქართველ და სომეხ ექსპერტებს შორის კონტაქტების დამყარება, მათ მიერ მეზობელი ქვეყნის შესახებ კვლევების ჩატარება და ანალიტიკური ნაშრომების მომზადება, ასევე ამ გზით ქართულ და სომხურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა.

 

პროექტის ფარგლებში ოთხმა სომეხმა და ოთხმა ქართველმა ექსპერტმა, საგარეო პოლიტიკის, მედიის, ეკონომიკის, საჯარო პოლიტიკისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებზე, თბილისსა და ერევანში კვლევითი სამუშაოები ჩაატარეს, გამართეს შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და, შედეგად, სხვადასხვა საკითხისადმი მიძღვნილი რვა ნაშრომი მოამზადეს, რომლებიც რუსულ და ინგლისურ ენებზე ერთ კრებულად გამოიცა.

 

4 ოქტომბერს, დასკვნით კონფერენციაზე ამ კრებულისა და მასში შემავალი შემდეგი ნაშრომების წარდგენა მოხდება:

 

დავით ბატაშვილი „სომხეთის გზა ევრაზიის კავშირისკენ: მიზეზები და პერსპექტივები“

 

ვაჰრამ ტერ-მატევოსიანი „თურქეთის პოლიტიკა საქართველოში: ინტეგრაციული პროექტების სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები“ 

 

თამარ ხორბალაძე „მედია ეთიკის საკითხები სომხეთში: პრაქტიკა და გამოწვევები“ 

 

ანა ბარსეგიანი „ონლაინ მედია საქართველოში: გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“

 

თამაზ ახობაძე „სომხეთის ელექტრონული მმართველობა: წარმატებები და გამოწვევები“ 

 

ნარინე დანეგიანი „სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები“

 

ირინა გურული „საპენსიო რეფორმა სომხეთში: შესაძლებლობები და გამოწვევები“

 

სუსანა კარაპეტიანი „საქართველო: რატომ და როგორ უნდა მოხდეს საპენსიო სისტემის რეფორმირება?“

ვრცლად